გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ვარდნის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის დამყარებისკენ უფრო მეტი მზაობა აქვს, ვიდრე მანამდე.
მედიის ცნობით, ნავთობის ფასი, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის არის საკვანძო, წლის დასაწყისიდან ბარელზე, დაახლოებით 15 დოლარით დაეცა.
„ვფიქრობ, რუსეთთან, ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, და ფასიც დაეცა, შეთანხმების მისაღწევად კარგ პოზიციაში ვართ. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურს. გრძელი გზა გავიარეთ და რაღაც შეიძლება, მოხდეს, შესაძლოა, მოხდეს კიდეც“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ომში დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დონალდ ტრამპის თქმით, ომის არცერთი მხარე არ აქვეყნებს მსხვერპლის შესახებ განახლებულ მონაცემებს.