რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს ირანის მომავალ უზენაეს ლიდერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს, რომ ისლამურ რესპუბლიკას კარგი ლიდერი ჰყავდეს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას ჰყავს შერჩეული რამდენიმე ადამიანი, ვინც აღნიშნულ მოვალეობას კარგად შეასრულებდა.
„გვსურს, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. რამდენიმე ადამიანი გვყავს, რომლებიც, ვფიქრობ, კარგად შეასრულებდნენ სამუშაოს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ის ასევე ყველა ზომას მიმართავს, რათა მის სიაში არსებული ადამიანები ომის დროს არ დაიღუპონ. „ჩვენ მათ თვალს ვადევნებთ, დიახ“, - დასძინა ტრამპმა.
„გვსურს, მოვიდეთ და ყველაფერი გავწმინდოთ. არ გვინდა ის, ვინც აღდგენას 10 წელს მოანდომებს“, - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.