დონალდ ტრამპი - „ჰამასთან“ შეთანხმება დავდეთ, რომ კარგად მოიქცევიან, თუ ასე არ მოიქცევიან, ჩვენ შევალთ და მათ გავანადგურებთ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, ის „განადგურდება“. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ტერორისტული დაჯგუფება „თავად არ მოაგვარებს სიტუაციას“, საქმე „ძალიან სწრაფად მოგვარდება“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ პირველად ისტორიაში, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდა, ხოლო 59 ქვეყანა დაეთანხმა შეთანხმებას. ტრამპის თქმით, „ჰამასთან“ გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისინი უნდა „მოიქცნენ კარგად“, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ შეთანხმება დაარღვია.

მისივე თქმით, ეს არ იყო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, არამედ იყო ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირების შედეგი.

„ჰამასთან შედარებით მცირე პრობლემა გვაქვს და ეს ძალიან სწრაფად მოგვარდება, თუ ისინი თავად არ მოაგვარებენ მას, რადგან არღვევენ თავიანთ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. პირველად ისტორიაში, ჩვენ „ჰამასთან“ შეთანხმება დავდეთ, რომ ისინი კარგად მოიქცევიან და თუ ისინი ასე არ მოიქცევიან, ჩვენ შევალთ. ჩვენ მათ გავანადგურებთ. თუ საჭირო გახდება, ისინი განადგურდრბიან და მათ ეს იციან. ჩვენ ვაძლევთ მათ შანსს, იმედი გვაქვს, ძალადობა შემცირდება“, – განაცხადა ტრამპმა.