ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ტეხასში ჩავიდნენ.
წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რეგიონში ტრამპი ტეხასის გუბერნატორს და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება.
ტეხასში წყალდიდობა 4 ივლისს მოხდა. შემთხვევის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 161 ამ დრომდე დაკარგულია. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და დრონები. მანამდე, ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტიმ განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურები ძალისხმევას არ შეწყვეტენ, ვიდრე ყველა დაკარგულს არ იპოვიან.