დმიტრო კულება: თუ ხალხს ეტყვიან: „აი, რა უნდა დავთმოთ, მაგრამ სანაცვლოდ ომი შეწყდება“, მგონია, რომ ეს არის ისტორია, რომლის მისაღებადაც საზოგადოება მზად იქნება

კულება

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ 2026 წლის ბოლომდე ომის დასრულების შანსი არ არსებობს. კულებას თქმით, რუსეთს სჯერა, რომ სამხედრო მიზნებს მიაღწევს, უკრაინელები კი დარწმუნებულნი არიან, რომ აგრესორს შეაჩერებენ. ამასთან, საგარეო უწყების ყოფილი მინისტრი ცეცხლის დროებით შეწყვეტას არ გამორიცხავს. მისი პროგნოზით, სამშვიდობო მოლაპარაკება, ფრონტზე ბრძოლისა და რუსული თავდასხმების პარალელურად, კიდევ დიდხანს გასტანს.

მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ რამდენად მზად არის უკრაინული საზოგადოება ტერიტორიულ დათმობაზე წასვლისთვის.

„სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც, რომ 2024 წლის შემოდგომაზე მინისტრის თანამდებობიდან გადავდექი, რადგან 21 წელი მსოფლიოს გარშემო დავდიოდი და ბოლოს და ბოლოს მომეცა შესაძლებლობა, უკრაინაში ვიმოგზაურო.

როდესაც სოფლებში წავედი და ხალხთან ლაპარაკი დავიწყე (არა მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე), სოციოლოგიური გამოკითხვების კითხვა შევწყვიტე.

ჩემი შთაბეჭდილება ასეთია - თუ ხალხს ეტყვიან: „აი, რა უნდა დავთმოთ, მაგრამ სანაცვლოდ ეს ყველაფერი (ომი) შეწყდება და აი, რას მივიღებთ - ძლიერ არმიას, მილიარდებს აღდგენისთვის და ევროკავშირის წევრობას“, ბოდიშს გიხდით, მკრეხელურ აზრს გამოვთქვამ: მე მგონია, რომ ეს არის ისტორია, რომლის მისაღებადაც საზოგადოება მზად იქნება.

რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ იქ არსად არ ეწერება, თითქოს ჩვენ სამუდამოდ, საბოლოოდ და შეუქცევადად ვამბობთ უარს რომელიმე ტერიტორიაზე“, - განაცხადა კულებამ.