1692302192
დიდი შვიდეულის ლიდერებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შეისწავლონ რუსეთზე ზეწოლის ყველა ვარიანტი - მარკ კარნი

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომლის მიზანიც უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაა.
კარნის თქმით, დიდი შვიდეულის ლიდერები „მზად არიან, შეისწავლონ“ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის ყველა ვარიანტი.
„დიდი შვიდეულის ლიდერებმა აღიარეს, რომ უკრაინამ ვალდებულება აიღო უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ რუსეთმაც უნდა გააკეთოს იგივე. დიდი შვიდეულის ლიდერებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შეისწავლონ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის ყველა ვარიანტი, მათ შორის ფინანსური სანქციები. ლიდერები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, რათა განეხილათ მათი მხარდაჭერა ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის“, – აღნიშნავს მარკ კარნი.
ცნობისთვის, დიდი შვიდეულის სამიტი კანადაში 15 ივნისს დაიწყო და ის ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.