„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩარლი კირკის მკვლელობას გამოეხმაურა. ვიდეომიმართვისას დონალდ ტრამპმა კირკს ლეგენდარული პიროვნება უწოდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დროშების დაშვების განკარგულება გასცა.
მისივე თქმით, "ძალადობა და მკვლელობა იმ ადამიანების დემონიზაციის ტრაგიკული შედეგია, ვისაც არ ეთანხმები". აქვე, პრეზიდენტმა პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო გეგმა წარმოადგინა.
მომხდარს "პოლიტიკური მკვლელობა" უწოდა, იუტას, იმ შტატის გუბერნატორმა, სადაც მკვლელობა მოხდა.
მემარცხენეებს ადანაშაულებს მკვლელობაში ილონ მასკი. "მემარცხენეები მკვლელობის პარტიაა" - წერს "სფეის იქსის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.
"ეს ღრმა ჭრილობაა დემოკრატიისთვის და მათთვის, ვისაც თავისუფლების სჯერა", - ვკითხულობთ იტალიის პრემიერ მინისტრ ჯორჯია მელონის პოსტში.
"ჩარლი კირკი მოკლეს სიმართლის ლაპარაკისა და თავისუფლების დაცვის გამო", - ეს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებია.
"დიდი ხანია, ამერიკელებმა და მედიამ უნდა გაუსწორონ თვალი იმ ფაქტს, რომ ძალადობა და მკვლელობა იმის ტრაგიკული შედეგია, რომ წლიდან წლამდე, ყველაზე საძაგელი და საძულველი ფორმით ადანაშაულებენ მათ, ვისაც არ ეთანხმებიან. წლების განმავლობაში, რადიკალური მემარცხენეები, ჩარლის მსგავს შესანიშნავ ამერიკელებს ადარებდნენ ნაცისტებს - მსოფლიოს ყველაზე საშინელ მასობრივ მკვლელებსა და კრიმინალებს. მსგავსი რიტორიკა პირდაპირ კავშირშია იმ ტერორიზმთან, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ და ეს ახლავე უნდა შეწყდეს. ჩემი ადმინისტრაცია იპოვის თითოეულ მათგანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სისასტიკეში და სხვა პოლიტიკურ ძალადობაში, მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მათ აფინანსებენ და მხარს უჭერენ, ასევე მათ, ვინც ჩვენს მოსამართლეებს, სამართალდამცველებს და ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში წესრიგი შემოაქვს, ებრძვის. ჩარლი ამერიკის საუკეთესო ნაწილი იყო, ხოლო მონსტრი, რომელიც თავს დაესხა, თავს დაესხა მთელ ჩვენს ქვეყანას. მკვლელმა მისი გაჩუმება ტყვიით სცადა, მაგრამ ის დამარცხდა, რადგან ჩვენ ერთად დავრწმუნდებით, რომ მისი ხმა, მისი გზავნილი და მისი მემკვიდრეობა იცოცხლებს მომავალ თაობებში", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.