დიდი ბრიტანეთის მთავრობა ტრამპის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნების კრიტიკის გამო შეშფოთებულია

სტარმერი

დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნების კრიტიკის გამო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპის მხრიდან არასწორი იყო NATO-ს ძალების, მათ შორის, ბრიტანული ძალების როლის დაკნინება, როდესაც განაცხადა, რომ მოკავშირეები ავღანეთში ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ.

მისივე თქმით, ავღანეთში 457 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ასობით კი მძიმედ დაიჭრა.