დიდი ბრიტანეთის მეფის ძმამ, პრინცმა ენდრიუმ ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის გამო იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარი თქვა - The Guardian

დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა

დიდი ბრიტანეთის მეფის ძმამ, პრინცმა ენდრიუმ იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარი თქვა.

ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება პრინცმა მას შემდეგ მიიღო, რაც სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის გამო წამყვანი ბრიტანული გაზეთების გარეკანზე ისევ მოხვდა.

ამჯერად რამდენიმე მედიასაშუალებამ გარდაცვლილი ვირჯინია რობერტს ჯუფრეს მემუარების ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ 17 წლის ასაკში ეპშტეინის მეშვეობით პრინც ენდრიუსთან ჰქონდა კავშირი.