1765480415
დედას 4 წლის შვილის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს (უცხოეთი)
აშშ-ში, დედას 4 წლის შვილის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა 2022 წლის მარტში მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ბავშვი გარდაცვლილი იპოვა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვს სხეულზე ახალი და ძველი სისხლჩაქცევები ჰქონდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
დედამ პოლიციას უთხრა, რომ მისი შვილი ჯერ არ იყო მიჩვეული ქოთანის გამოყენებას. როდესაც ბავშვი მას არ ემორჩილებოდა და ტუალეტს არ იყენებდა, ქალი მას სჯიდა - ურტყამდა ხელს, ჩუსტს, ჩანთის თასმას ან დამტენის სადენს.
სისხლის სამართლის მასალების მიხედვით, სახლში მცხოვრებმა 13 წლის მოზარდმა გამოძიებას უთხრა, რომ იმ დღეს ქალი ბავშვს უყვიროდა, როცა ბიჭს მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა.
ქალმა შვილი საწოლში გადაიყვანა და წყალი დაასხა, რის შედეგადაც ბავშვი ცოტა ხნით გამოფხიზლდა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მაინც უგონოდ იყო.
მოგვიანებით გაკვეთამ დაადგინა, რომ ენტონის გარდაცვალების მიზეზი იყო თავის ბლაგვი ძალის ტრავმა. ასევე დადგინდა, რომ სასწრაფოს დროულად გამოძახების შემთხვევაში ბავშვის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.











