დასავლეთისთვის უნგრეთის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არა უნგრეთის, არამედ უკრაინის გამო - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

2 დღე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე - ვინ გახდება მომდევნო პრემიერ-მინისტრი - ვიქტორ ორბანი თუ პეტერ მაგიარი? მოქმედი პრემიერ-მინისტრი საუბრობს გარე ჩარევებსა და საფრთხეებზე, რაც შეიძლება მისი დამარცხების შემთხვევაში განვითარდეს.

"ამჟამად, უნგრეთში უცხოური სპეცსამსახურები უპრეცედენტო ძალებით მუშაობენ. მათი საქმიანობა გამომწვევად ღიაა, რაც სპეცსამსახურების კურატორი მომავალი მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის რეაგირების საგანი გახდება.

ფსონები დიდია. თუ ჩვენთვის არჩევნების მთავარი საკითხი ქვეყნის მომავალია, უცხოელი აქტორებისთვის პრიორიტეტს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს. მათი გათვლით, თუ მოქმედი ეროვნული მთავრობის შეცვლა ვერ მოხერხდება, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამასთან, უნგრეთიდან უკრაინაში არცერთი ცენტი არ გაიგზავნება — მე არ დავუშვებ, რომ უნგრელების ფული კიევში წავიდეს.

შესაბამისად, დასავლეთისთვის უნგრეთის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არა უნგრეთის, არამედ უკრაინის გამო. მსგავს განვითარებას ველოდი, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - აცხადებს ორბანი.

საპარლამენტო არჩევნებს უნგრეთში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, რომლებიც უკვე ბუდაპეშტში იმყოფებიან.