„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი კენ ჰოუვერი დაიბარეს. დანიური მედიის თანახმად, ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩთან პროტესტს გამოხატავენ და ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.
რასმუსენის თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დანიის სამეფოს სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებს, მიუღებელია.
„ძალიან განაწყენებული ვარ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით. განსაკუთრებით განაწყენებული ვარ წარმომადგენლის განცხადებებით, რომლებსაც სრულიად მიუღებლად მივიჩნევთ. ვიდრე ჩვენ გვაქვს სამეფო, რომელიც შედგება დანიისგან, ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიისგან, ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ იმას, რომ ვინმემ ჩვენი სუვერენიტეტი სადავო გახადოს. ამიტომ, მალე საგარეო საქმეთა სამინისტროში სასაუბროდ დავიბარებთ აშშ-ის ელჩს დანიაში, რათა ორი საკითხი განვიხილოთ. უპირველესად კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადოთ, რომ აქ გარკვეული საზღვრები გადაიკვეთა და, რა თქმა უნდა, ასევე ახსნა-განმარტების მისაღებად.
ვფიქრობდით, რომ დანიაში აშშ-ის ელჩი გვყავდა, რომელთანაც მთელ სამეფოში გვექნებოდა ურთიერთობა. ვფიქრობ, უკვე კარგი სამუშაო ურთიერთობა გვაქვს და ასევე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ელჩსაც იგივე აზრი აქვს. არსაიდან გამოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც, მისივე თქმით, გრენლანდიის მითვისება ევალება. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნა ლარს ლოკე რასმუსენმა.