დავით ქართველიშვილი: ამოცანა გვეკითხება, თაღლითური ქოლცენტრებიდან დაფინანსებულმა ნაცმედიამ რაზე გაამზადა 2022-ში სიუჟეტები, რასაც მართლა მფარველობდა ლილუაშვილი თუ სხვა ქოლცენტრებზე? სხვაში წასაგებად განწირული და ალიბად სამომავლოდ გადანახული იგულისხმება!

დავით ქართველიშვილი

გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, იმ ვერსიაზეც ვმუშაობთ, რომ ლილუაშვილი და ნაცები ქოლცენტრებში ერთმანეთს ხელს აფარებდნენო. პასუხად ნაცების ტელევიზიებმა ერთმანეთის მიყოლებით თავი იმართლეს და წუთებში “ქარდები” გაამზადეს, 2022-ში ლილუაშვილმა მაგ საკითხზე დავა მოგვიგო სასამართლოშიო, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საინტერესოა, "ნაცმედიამ", რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან ფინანსდებოდა, მაშინ რაზე გააკეთა სიუჟეტები, იმ ქოლ-ცენტრებზე ხომ არა, რომლებიც წასაგებად იყო განწირული და სამომავლოდ ალიბადაც გამოდგებოდა.

"გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, იმ ვერსიაზეც ვმუშაობთ, რომ ლილუაშვილი და ნაცები ქოლცენტრებში ერთმანეთს ხელს აფარებდნენო.

პასუხად ნაცების ტელევიზიებმა ერთმანეთის მიყოლებით თავი იმართლეს და წუთებში “ქარდები” გაამზადეს, 2022-ში ლილუაშვილმა მაგ საკითხზე დავა მოგვიგო სასამართლოშიო.

ამოცანა გვეკითხება, თაღლითური ქოლცენტრებიდან დაფინანსებულმა ნაცმედიამ რაზე გაამზადა მაშინ სიუჟეტები, რასაც მართლა მფარველობდა ლილუაშვილი თუ სხვა ქოლცენტრებზე? სხვაში წასაგებად განწირული და ალიბად სამომავლოდ გადანახული იგულისხმება!!! იმედია გამოძიება ამით დეტალურად დაინტერესდება!.." - წერს ქართველიშვილი.