VIDEO: „ნუ გეშინია, ბიჭო“ - სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად დაკავებულია 21 ადამიანი
1769683186
აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებმა არქტიკული კუნძულის გარშემო არსებული დიპლომატიური კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები განაახლეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის, გრენლანდიისა და შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებმა შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს, თუ როგორ უნდა გადაჭრან ვაშინგტონის შეშფოთება არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, წითელი ხაზების პატივისცემით.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს ფრედერიკ ნილსენმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ უნდა მოხდეს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად გრენლანდიასთან დაკავშირებით ტექნიკურ კონსულტაციებს აწარმოებს, რამაც „დადებითი“ შედეგი უნდა გამოიღოს.