დაკავშირებადობა, დერეფნები და ციფრული კომუნიკაციები, ეს აშენებს ნდობას, ქმნის სამუშაო ადგილებს და აერთიანებს მეზობლებს თანამშრომლობის გარშემო - ანტონიო კოშტა

ანტონიუ კოშტა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ, "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში" მონაწილეებს, რომლებიც სომხეთში იმყოფებიან, სიტყვით მიმართა.

"ეს არის ისტორიული სამიტი, რადგან პირველად იმართება სომხეთში. დაკავშირებადობა, დერეფნები და ციფრული კომუნიკაციები - ეს აშენებს ნდობას, ქმნის სამუშაო ადგილებს და აერთიანებს მეზობლებს თანამშრომლობის გარშემო. ევროკავშირი მზადაა იყოს საიმედო პარტნიორი, რეგიონის რეალურ შესაძლებლობად ჩამოყალიბების პროცესში," - აღნიშნა კოშტამ.