დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი
1765472952
ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის თავდაცვის ვებგვერდი აცხადებს, რომ ნახა გაჟონილი დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს აშშ-ის დრამატულ წინადადებას, ოთხი ქვეყანა ევროკავშირიდან გაიყვანოს, როგორც თამამი, ახალი სტრაგეტიის „დავუბრუნოთ ევროპას დიდება“ ნაწილი.
Defense One-ის მიერ გავრცელებული საიდუმლო ფაილი, სავარაუდოდ, ამტკიცებს, რომ ტრამპი აპირებს ავსტრიის, იტალიის, უნგრეთის და პოლონეთის ევროკავშირიდან გაყვანას და მათ ვაშინგტონის გავლენის წრესთან დაახლოებას - ნაბიჯი, რომელიც შეარყევს კონტინენტის პოლიტიკურ ლანდშაფტს. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს, მხარი დაუჭიროს პარტიებსა და მოძრაობებს, რომლებიც „სუვერენიტეტის და ტრადიციული ევროპული ცხოვრების წესის შენარჩუნებას/აღდგენას ცდილობენ“.
Daily Mail-ის ინფორმაციით, დოკუმენტმა, სავარაუდოდ, გაჟონა ოფიციალური 33-გვერდიანი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რომელმაც დებატები გამოიწვია თავისი მკაცრი გაფრთხილებით, რომ ევროპა „ცივილიზაციის განადგურების“ წინაშე დგას და იმ ვარაუდით, რომ „სრულიად გაურკვეველია, დარჩება თუ არა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა... საიმედო მოკავშირე“. თეთრი სახლი მას შემდეგ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რადგან დოკუმენტის გაჟონვამ ევროპულ მედიასაშუალებებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ოთხშაბათს პრესსპიკერმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება და ის იდეაც კი, რომ სტრატეგიის „ალტერნატიული ვერსია“ არსებობდა.
„პრეზიდენტი ტრამპი გამჭვირვალეა და ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელიც ნათლად ავალებს აშშ-ს მთავრობას განახორციელოს მისი დადგენილი პრინციპები და პრიორიტეტები“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ანა კელიმ. ტრამპის ახალი დოქტრინა ევროპის ლიდერებს მასობრივი მიგრაციის წინაშე უმწეოდ წარმოაჩენს და ევროკავშირს ეროვნული სუვერენიტეტის შელახვაში, პოლიტიკური თავისუფლებების ჩახშობასა და ცალკეული სახელმწიფოების ძალაუფლების შესუსტებაში ადანაშაულებს.