როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ბოლო ინფორმაცია კლინიკიდან
1751880112
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 82 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვია.
კერის ოლქის მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანული საზაფხულო ბანაკიდან 11 მოზარდი და ბანაკის ხელმძღვანელი ისევ დაკარგულად ითვლებიან.
ტეხასის გუბერნატორი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კვლავ არსებობს სტიქიის განმეორების საშიშროება და კერის ოლქში ჰანტის მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებზე გადასვლისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა. სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზიანდა კერის ოლქი.