დააკავეს ქალი, რომელმაც გმირთა მემორიალთან „მარადიული ცეცხლიდან“ სიგარეტს მოუკიდა (რუსეთი)

მარადიული ცეცხლი

ნიჟნი ტაგილში 39 წლის ქალმა გმირთა მემორიალთან „მარადიული ცეცხლიდან“ სიგარეტს მოუკიდა. ინციდენტი 12 ივნისს, „დიდების ხეივნის“ კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა, - განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ სამმართველოში.

ადგილობრივი მცხოვრები პოსტამენტზე ავარდა და თვითმხილველების თვალწინ მუდმივი ცეცხლის ალიდან სიგარეტისთვის მოკიდება სცადა. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ აკეთებს ის რამდენიმე უშედეგო მცდელობას სიგარეტის ასანთებად.

ეჭვმიტანილი დააკავეს.