„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ავსტრიაში ნეიროქირურგი დააკავეს იმის გამო, რომ მის 12 წლის ქალიშვილს ოპერაციის ჩატარების უფლება მისცა, რომლის დროსაც გოგონამ პაციენტის თავის ქალაში ნახვრეტი გაუკეთა, იუწყება Daily Mail.
ბრალდების თანახმად, ნეიროქირურგმა პროცედურის დროს მისი 12 წლის ქალიშვილი საოპერაციოში შეუშვა. პროცედურის დასასრულს, ექიმმა, სავარაუდოდ, ბავშვს ქირურგიული ბურღით პაციენტის თავის ქალაში ზონდის ჩასადგმელად ნახვრეტის გაკეთების ნება მისცა. პროკურორმა ჯულია შტაინერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გართულებების არარსებობის მიუხედავად, ასეთი ქმედებები „სერიოზულ საფრთხეს“ ქმნის და პაციენტის მიმართ „აშკარა უგულებელყოფას“ ნიშნავს.
ადვოკატ ბერნჰარდ ლეჰოფერის მიერ წარმოდგენილი დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ გოგონას უბრალოდ დედის ხელი ეჭირა და თავად არ მართავდა ინსტრუმენტს. ბრალდებული აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი ოპერაციას აკვირდებოდა, მაგრამ კრიტიკულ მომენტებს არ შესწრებია.
გამოძიება საავადმყოფოში ანონიმური საჩივრების შემდეგ დაიწყო. საქმე განიხილეს გრაც-ოსტის რეგიონალურ სასამართლოში, სადაც ბრალდებულმა და მისმა კოლეგამ თავი უდანაშაულოდ ცნეს. სასამართლომ სხდომა 2025 წლის 10 დეკემბრამდე გადადო, უშუალო მოწმეების არარსებობისა და დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საჭიროების გამო.