ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის
1768117043
საფრანგეთში დაიწყო სასამართლო პროცესი თვითმარქვია ჰიპნოზით მკურნალის საქმეზე, რომელიც სერიული მოძალადე აღმოჩნდა. ამის შესახებ Franceinfo წერს.
საქმის მასალების მიხედვით, ყოფილი ცეკვის მასწავლებელი სირილ ზ. სოციალურ ქსელებში სარეკლამო განცხადებებს აქვეყნებდა და მოსახლეობას თერაპიული ჰიპნოზის სესიებს სთავაზობდა, ტკივილის, დამოკიდებულებების, ფობიებისა და დეპრესიისგან გათავისუფლების დაპირებით. რეალურად კი, ბრალდების ვერსიით, მამაკაცი ქალებს საძილე პრეპარატებს აძლევდა და მათზე სექსუალურად ძალადობდა. რიგ შემთხვევებში კი დანაშაულებს კამერითაც იღებდა.
ბრალდების მხარის განცხადებით, 2010–2021 წლებში ყოფილი ცეკვის მასწავლებლის მსხვერპლი 14 ქალი გახდა. გამოძიების განმავლობაში მან ბრალი აღიარა მისთვის წარდგენილი ეპიზოდების უმეტესობაში. ბრალდებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.