თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1764362380
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებ მამაკაცს ცოლის დაწვაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა იატაკსა და დივანზე სპირტი შეასხურა, შემდეგ კი დაწვა.
შემთხვევას ცოლთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. კამათის შემდეგ კაცმა იატაკზე და დივანზე სპირტი დაასხა, სადაც ქალი იჯდა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა.
დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა: „დამემუქრა, რომ თუ ლუდს არ მივუტანდი, ცეცხლს წაუკიდებდა. მან დივანი და პერანგი დაწვა“.
ქალის თქმით, ტაისონმა ცეცხლის გასაჩენად, სავარაუდოდ, სიგარეტის სანთებელა გამოიყენა.
თავდასხმის შედეგად მსხვერპლი არ დაშავებულა. „მისი პერანგი დაიწვა, მაგრამ თავად არ დამწვარა“, - ამბობს პოლიციელი.
ტაისონი დააკავეს და 750 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ციხეში იმყოფება.
ის რაიონულ სასამართლოში 1-ელ დეკემბერს უნდა გამოცხადდეს.