"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია
1778098791
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტედ ტერნერი ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც სრულად შეცვალა ახალი ამბების გავრცელების ფორმატი. 1980 წელს მან დააარსა CNN – მსოფლიოში პირველი 24-საათიანი საინფორმაციო არხი. ტერნერმა შექმნა მედია კომპანია Turner Broadcasting-ი, ფლობდა სპორტულ გუნდებს და აქტიურად იყო ჩართული ქველმოქმედებაში.
ტედ ტერნერი ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა. 2018 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ ჰქონდა ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადება. მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტედ ტერნერი ყველა დროის უდიდესი ფიგურა იყო.
„ტედ ტერნერი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, ახლახან გარდაიცვალა. მან დააარსა CNN, შემდეგ კი გაყიდა. ეს გარიგება პირადად მისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან ახალი მფლობელების პირობებში მისი „შვილი“ გაანადგურეს. არხი გახდა ისეთი, რაც მის ხედვას საერთოდ არ შეესაბამებოდა. შესაძლოა, ახალმა მფლობელებმა შეძლონ მისი ძველი სანდოობისა და დიდების დაბრუნება. მიუხედავად ყველაფრისა, ის იყო სამაუწყებლო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა და ჩემი მეგობარი. როცა მჭირდებოდა, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და მზად იყო ებრძოლა კარგი საქმისთვის!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.