CNN: ირანი აჩვენებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს აშშ-ის იერიშებს და საპასუხოდ მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენოს

ირანი

იმის ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშების გაცვლა უკვე მეცხრე ღამეა გრძელდება, თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი გასცეს, როგორიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ომის საწყისი დღეების მერე აღარ უნახავთ, - წერს ტელეკომპანია CNN.

ირანის სარაკეტო და დრონებით იერიშებმა აშშ-ის ძალებზე იორდანიასა და ერაყში სამი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა, ერთი დაკარგულად ითვლება, ხოლო მრავალი სხვა დაჭრილია.

პენტაგონი არ ასაჯაროებს თავისი ტექნიკის დანაკარგებს, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ მის მიერ მიტანილი მრავალდღიანი იერიშების შედეგად აშშ-ის მრავალი „ბლექ ჰოუკის“ ტიპის ვერტმფრენი განადგურდა, ხოლო საბაზო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა თვითმფრინავების ანგარები, მძიმედ დაზიანდა.

იმ დროს, როდესაც აშშ ირანულ ინფრასტრუქტურას, მაგალითად, ხიდებს, პორტებსა და ელექტროსადგურებს უტევს, სპარსეთის ყურის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ქუვეითი და ბაჰრეინი, სადაც აშშ სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს, ხედავენ, თუ როგორ აზიანებს ირანული დრონები და რაკეტები მათ საკუთარ ინფრასტრუქტურას.

ირანი არ აჩვენებს ნიშნებს იმისა, რომ აშშ-მა მისი შესაძლებლობები ისე შეასუსტა, რომ განახლებული ბრძოლების დასასრული სადმე ჩანდეს.

ახლა კი ირანმა აჩვენა, რომ აშშ-ის ჯარები რეგიონის მასშტაბით ზუსტად იმავე საფრთხეების წინაშე დგანან და ამას საბედისწერო შედეგები მოჰყვა.