CNN: ჰორმუზის სრუტეში 1 600 გემია ჩარჩენილი

ჰორმუზის სრუტე

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში 1 600 გემია ჩარჩენილი.

როგორც ტელეარხი იუწყება, გემები უკვე ორი თვეა სრუტიდან გასვლას ვერ ახერხებენ. გადამზიდი კომპანიები კი სპარსეთის ყურის კრიზისის გამო უპრეცედენტო ლოგისტიკური და ფინანსური გამოწვევის წინაშე დგანან. ისინი სახიფათო ზონიდან გამოსვლის უსაფრთხო გზებს ეძებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული მათი გაყვანის ოპერაცია კი დროებით შეჩერებულია. თავად გემები, უსაფრთხოების მაღალი გარანტიის გარეშე, სრუტის გავლის გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.

დასავლური მედიის ცნობით, ტვირთბრუნვის ასეთი შეფერხება გლობალური ეკონომიკური კოლაფსის საფრთხეს ქმნის.