ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პროგრესირებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით - ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი

ავი დიხტერი

დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელშია. მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. გაიმართა აუდიენცია ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრთან. კოლეგებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრი ავი დიხტერი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების პროგრესს დეკლარაცია ადასტურებს.

"ეს დეკლარაცია ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პროგრესირებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. გვაქვს ბევრი საერთო და ბევრი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია. გვაქვს ვოლკანის კვლევითი ცენტრი, სადაც მოვიწვიეთ ქართველი მკვლევარები. მათთან ერთად შევძლებთ როგორც სწავლას, ისე ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებას", - აცხადებს დიხტერი.