1757585059
"ჩვენ გვინდა ამერიკული ცხოვრების წესი, რომელიც, სხვათა შორის, ქრისტიანული სამყაროა... ქრისტიანებმა, ჩვენი მსხვერპლით, ჩვენი შრომით, ჩვენი ხედვით, წმინდა წერილებიდან გამომდინარე, შევქმენით დასავლური ცივილიზაცია" - ჩარლი კირკის იდეოლოგია

ამერიკული ცხოვრების წესი ძალიან მარტივია: მე მსურს, შემეძლოს ქორწინება, ვიყიდო სახლი, მყავდეს შვილები, მივცე მათ ველოსიპედით სიარულის საშუალება მზის ჩასვლამდე, გავუშვა ისინი კარგ სკოლაში, ჩემს უბანს ჰქონდეს დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი, რომ ჩემს შვილს სკოლაში არ ასწავლონ ლესბოსელობის, გეიობის, ტრანსგენდერული თემების შემცველი "ნაგავი", - აცხადებდა კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი, რომელიც გუშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
ასევე, კირკი ამბობდა, რომ არ სურდა, მის შვილებს მუსლიმური ლოცვის ხმა მოესმინათ "დღეში ხუთჯერ". მისივე თქმით, სურდა ამერიკული ცხოვრების წესი, "რომელიც, სხვათა შორის, ქრისტიანული სამყაროა".
"სულიერი ბრძოლა მოდის დასავლეთში, მტერს "ვოუქიზმი" ან მარქსიზმი წარმოადგენს, რომელიც ერწყმის ისლამიზმს, რათა თავს დაესხას იმას, რასაც ჩვენ ამერიკული ცხოვრების წესს ვუწოდებთ. ამერიკული ცხოვრების წესი ძალიან მარტივია: მე მსურს, შემეძლოს ქორწინება, ვიყიდო სახლი, მყავდეს შვილები, მივცე მათ ველოსიპედით სიარულის საშუალება მზის ჩასვლამდე, გავუშვა ისინი კარგ სკოლაში, ჩემს უბანს ჰქონდეს დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი, რომ ჩემს შვილს სკოლაში არ ასწავლონ ლესბოსელობის, გეიობის, ტრანსგენდერული თემების შემცველი "ნაგავი".
ამავდროულად, არ მინდა, რომ მათ მუსლიმური ლოცვის ხმა მოისმინონ დღეში ხუთჯერ. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ამერიკული ცხოვრების წესი, რომელიც, სხვათა შორის, ქრისტიანული სამყაროა. ქრისტიანებმა, ჩვენი მსხვერპლით, ჩვენი შრომით, ჩვენი ხედვით, წმინდა წერილებიდან გამომდინარე, შევქმენით დასავლური ცივილიზაცია. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი მოწოდებაა. მნიშვნელობა არ აქვს, ხარ ესპანელი, აზიელი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი. ყველასთვის, თუ ქრისტიანი ხართ და იესო ქრისტე თქვენი უფალი და მხსნელია, ეს ორი საფრთხე ერთიანდება, რათა ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდეს. დროა, ეკლესია აღდგეს და დაუპირისპირდეს ამას", - აცხადებდა ის ერთ-ერთი გამოსვლის დროს.