აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს
1774367787
თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დასასრულს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკროფონთან აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი მიიწვია, რათა მას საზოგადოებისთვის ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაცია მიეწოდებინა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა კითხვებს აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ, ჰეგსეტმა მკაცრი პოზიცია დააფიქსირა.
„ჩვენ ბომბებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო კამპანიის მასშტაბებს და აღნიშნა, რომ „ისტორიაში არასდროს“ მომხდარა ისეთი თანამედროვე სამხედრო ძალის ასე სწრაფად განადგურება, როგორიც ირანისაა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგის ძალები პრაქტიკულად „აღგვილია პირისაგან მიწისა“.