ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, მარია ხესუს მონტერომ განაცხადა, რომ „ესპანეთი არავის ვასალი არ გახდება. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
მარია ხესუს მონტეროს თქმით, ესპანეთის მთავრობა ამერიკას როტასა და მორონის საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას არ მისცემს და საკუთარი ქვეყნის ღირებულებების დაცვას გააგრძელებს.
„ჩვენ არავის ვასალი არ ვიქნებით. არ დავუშვებთ, საფრთხე შეგვექმნას და დავიცავთ იმას, რისიც გვწამს“, – განაცხადა ესპანეთის ვიცე-პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს. ტრამპის თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტა“ უბრძანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანეთმა ამერიკას ირანზე თავდასხმისთვის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა.