სუსი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული
1760716565
ჩინეთში ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მას კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.
როგორც New York Tims-ი იუწყება, ეს ადასტურებს, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ სახალხო-განმათავისუფლებელ არმიაში განხორციელებული უპრეცედენტო წმენდების სერიამ, უმაღლეს თანამდებობებს მიაღწია.
გენერალი ჰე ვეიდონი, 24-წევრიანი პოლიტბიუროს წევრი იყო, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეორე უმაღლესი დონე, ასევე იყო პარტიული ორგანოს ცენტრალური სამხედრო კომისიის ვიცე-თავმჯდომარე, რომელიც შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს. ეს მას ჩინეთის სამხედრო იერარქიაში მესამე ადგილზე აყენებს, სი ძინპინისა და კიდევ ერთი მეთაურის შემდეგ.
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გენერალი ჰე და რვა სხვა მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი არმიიდან და პარტიიდან გარიცხეს.
მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანის შესახებ ცნობილი იყო ან ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მათ მიმართ გამოძიება იყო დაწყებული. რაც შეეხება გენერალ ჰეს, მან საჯაროდ გამოჩენა მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყვიტა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას სავარაუდოდ პრობლემები შეექმნა - წერს New York Tims-ი.