„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს ღაზის სექტორის მსგავსი სამშვიდობო გეგმის წინადადებით გამოვიდა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტარმერმა ზელენსკის შესთავაზა შემუშავდეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის შემთხვევაში გააკეთა.
გეგმა გააცნეს ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტესაც. რუტემ უახლოეს დღეებში ევროპული ქვეყნების მთავრობების უსაფრთხოების სფეროში მრჩევლების მონაწილეობით სატელეფონო საუბარი ჩანიშნა.