გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
1787241485
სანქციების დაწესება და ზეწოლა პრობლემის მოგვარებას არ უწყობს ხელს, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ლინ ძიანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ტრამპი ირანის წინააღმდეგ გამანადგურებელ ეკონომიკურ ომს იწყებს.
„ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, მიიღონ პასუხისმგებლიანი ზომები და მოაგვარონ პრობლემები დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“.