მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი საგარეო სავაჭრო პარტნიორია. როგორც Deutsche Welle წერს, ამ პოზიციაზე ჩინეთმა შეერთებული შტატები ჩაანაცვლა.
"იანვრიდან სექტემბრამდე, ჩინეთის იმპორტი გერმანიაში მკვეთრად გაიზარდა. გერმანელი ექსპერტები ჩინურ კომპანიებს დემპინგში ადანაშაულებენ და ევროკავშირისგან ტარიფების დაწესებას მოითხოვენ", - წერს სტატიის ავტორი.
გამოცემა, ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე, გერმანიაში ჩინური პროდუქციის იმპორტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.5%-ით გაიზარდა და 124.5 მილიარდ ევროს მიაღწია.
"ორ ქვეყანას შორის მთლიანმა ვაჭრობამ, იმპორტისა და ექსპორტის ჩათვლით, 185.9 მილიარდ ევროს მიაღწია. ამასობაში, გერმანიის ექსპორტი ჩინეთში 12.3%-ით შემცირდა და 61.4 მილიარდ ევროს მიაღწია", - წერს Deutsche Welle.