მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათგან ხუთმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, დაახლოებით 40-ის მდგომარეობა კი მსუბუქია.
საგანგებო სამსახურების ცნობით, შემთხვევა პრაღიდან სამხრეთით დაახლოებით 132 კილომეტრში მოხდა. სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც ტრანსპორტის მინისტრი მარტინ კუპკა აცხადებს, ავარიის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებელი „სდექ“ ნიშანს გაცდა.