აღმოსავლური ჰოროსკოპის 3 ნიშანი, რომლებიც 2026 წლის აპრილში წარუმატებლობას წარსულში დატოვებენ
1775758474
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი უარყოფითად გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის სიტყვიერ თავდასხმებს ევროპელი მოკავშირეებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისამართით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, ჩეხეთის პრეზიდენტმა შეაფასა ზიანი, რომელიც ნატოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მიაყენეს.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპმა ნატოს ავტორიტეტის შერყევისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ეს ვლადიმირ პუტინმა მრავალი წლის განმავლობაში შეძლო“, - განაცხადა პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისი კონსტიტუციური სტატუსის შესაბამისად, ივლისის დასაწყისში იგი აპირებს სათავეში ჩაუდგეს ჩეხეთის დელეგაციას ანკარაში ნატოს სამიტზე.