ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი 21 სექტემბერს არიზონაში, სტადიონზე გაიმართება

ჩარლი კირკი

მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი 21 სექტემბერს არიზონაში, Arizona State Farm-ის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 60 ათასზე მეტ ადამიანს იტევს.

ამის შესახებ ინფორმაციას კირკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია Turning Point USA სოციალურ მედიაში ავრცელებს. როგორც მოსალოდნელია, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

არიზონაში, კერძოდ, ქალაქ ფენიქსში მდებარეობს კირკის ორგანიზაციის შტაბ-ბინა. ასევე, ამ შტატში ცხოვრობდა თავად აქტივისტი ოჯახთან ერთად. 31 წლის ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს.

რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს