განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
გაერთიანებული სამეფო დათანხმდა აშშ-ს, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო კვლავ არ იქნება პირდაპირ ჩართული დარტყმების განხორციელებაში.
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტეში ხომალდების დაცვას ისახავს მიზნად.