1746733863
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ განცხადებას გააკეთებს. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის სასანქციო სიაში ასამდე რუსულ ტანკერს შეიყვანს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტანკერები რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ბირთვს წარმოადგენენ, რომელთა მეშვეობით რუსეთმა 2024 წელს 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი ექსპორტზე გაიტანა.
როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სანქციები რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს და დიდი ბრიტანეთისა და ევროპის კრიტიკულად მნიშვნელოვან, ეროვნულ ინფრასტრუქტურას დაიცავს.
როგორც სტარმერმა აღნიშნა, თითოეული ნაბიჯი, რომელიც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაზეა ორიენტირებული, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ემსახურება