ბრაზილიაში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე COP30-ზე გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ნრაზილია

 ბრაზილიაში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე COP30-ზე გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამიტის მონაწილეებს ტერიტორია პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიზეზი კი, ჯერ უცნობია. ცნობები დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.

გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე ყოველწლიური კონფერენცია ქალაქ ბელემში იმართება, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება.