19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1766085663
ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, სიძულვილის ენასთან ბრძოლას იწყებენ.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზეს განცხადებით, ბონდის სანაპიროზე თავდასხმის შემდეგ, მისი მთავრობა სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გაამკაცრებს.
ავსტრალიის მთავრობის მეთაურის თქმით, „ახალი კანონმდებლობა მიმართული იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენასა და რადიკალიზაციას“.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება უფლებამოსილება, უარი უთხრას ვიზების გაცემაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „სიძულვილის ენას გაავრცელებენ“, ასევე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ განათლების სისტემა მოახდენს ანტისემიტიზმის პრევენციას.
ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმების დაწესებას იმ სასულიერო პირებისა და ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობას უწყობენ ხელს. ასევე სიძულვილის ენის გამოყენება ინტერნეტში დამამძიმებელ გარემოებად გამოცხადდება და პატიმრობას გამოიწვევს.
„ყველა ებრაელ ავსტრალიელს აქვს უფლება, უსაფრთხოდ და დაფასებულად იგრძნოს თავი იმ წვლილისთვის, რომელიც მათ ჩვენს დიად ერში შეაქვთ“, – განაცხადა ალბანეზემ.
ცნობისთვის, ბონდის სანაპიროზე, ებრაული დღესასწაულის დროს, მამა-შვილის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ავსტრალია სათანადოდ არ ებრძოდა ანტისემიტიზმს, რაც, ნეთანიაჰუს შეფასებით, ებრაელებზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.