როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში - სინოპტიკოსის პროგნოზი
1787264883
ალასკის შტატში, დისტანციური რადარის სადგურთან ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.
ავიაკატასტროფა კეიპ ნიუვენჰემის შორ მანძილზე მოქმედი რადარის სადგურის ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტში მოხდა. ის ალასკის უდიდესი ქალაქიდან, ანკორიჯიდან დაახლოებით 725 კილომეტრში მდებარეობს.
„ეს უდიდესი დანაკარგია ჩვენი სამხედრო ოჯახისა და იმ თემებისთვის, რომლებსაც ვემსახურებით“, – განაცხადა ალასკის სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ დევისმა.
რადარის სადგურს წყნარი ოკეანის საჰაერო ძალების რეგიონული მხარდაჭერის ცენტრი მართავს. ის დისტანციური რადარის სადგურების ქსელის ნაწილია, რომელიც ალასკის საჰაერო სივრცესა და მის საზღვრებთან მოძრავ თვითმფრინავებს აკონტროლებს.
სარდლობას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სამუშაოს ასრულებდნენ თვითმფრინავში მყოფი პირები. უწყების განცხადებით, თვითმფრინავი კერძო კონტრაქტორის მიერ დაქირავებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდი იყო.