ბოლო 24 საათში "ცახალის" იერიშებს კონფლიქტის ზონაში 54 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 ღაზა

ღაზაში ისრაელი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას განაგრძობს. ბოლო 24 საათში "ცახალის" იერიშებს, კონფლიქტის ზონაში, 54 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. შემთხვევის შედეგად არიან დაჭრილებიც.

მედიის მონაცემებით, გასულ ღამეს დაიბომბა და განადგურდა ღაზაში მდებარე დიალიზის ერთადერთი ობიექტი.

ადგილობრივი პრესა ასევე წერს, რომ "ცახალმა" ცეცხლი გაუხსნა ღაზის ჰუმანიტარული ფონდის ახალი პუნქტების მახლობლად მყოფ ხალხს. დაიღუპა 17 ადამიანი. მომხდარი დაგმო გაერომ.