ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტეში თავდასხმა არ დაფიქსირებულა - გაერთიანებული სამეფოს საზღვაო მონიტორინგის სააგენტო

ჰორმუზის სრუტე

ბოლო 24 საათში ირანის ჰორმუზის სრუტეში თავდასხმა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საზღვაო მონიტორინგის სააგენტოს, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ განცხადებაშია აღნიშნული.

მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, პირველი მარტიდან, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმა განახორციელეს, კომერციულ გემებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 29 საზღვაო ინციდენტია დაფიქსირებული.

ირანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვან საზღვაო სატრანსპორტო დერეფანში დასავლური გემების დაბომბვა პასუხის გაცემაა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფი მიუთითებს, რომ სამიზნეების შერჩევაში არანაირი თანმიმდევრული სქემა არ იკვეთება.

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ შეფასებით, ირანის ტაქტიკა არა კონკრეტული გემების მიზანმიმართული იერიში, არამედ „ფართო საზღვაო არეულობის შექმნაა“.