1755789261
„ბლუმბერგი“ - იტალიის ინიციატივით, რუსეთი თუ კვლავ დაესხმება უკრაინას, კიევის მოკავშირეებს ექნებათ ვალდებულება, უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გადაწყვეტილება 24 საათში მიიღონ

იტალიის ინიციატივით, რუსეთი თუ კვლავ დაესხმება უკრაინას, კიევის მოკავშირეებს ექნებათ ვალდებულება, უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გადაწყვეტილება 24 საათში მიიღონ ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამ გეგმის ავტორი იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონია.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნატო-ლაითი“ არ იქნება კოლექტიური თავდაცვის ვადლებულების შესაბამისი, რომელიც ნატო-ს მეხუთე მუხლშია ჩამოყალიბებული, ის დაავალდებულებს უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმებების ხელმომწერ ქვეყნებს სწრაფად შეთანხმდნენ რუსეთის აგრესიის საპასუხო ზომებზე“, – წერს ბლუმბერგი.
როგორც სააგენტო წერს, კიევის მოკავშირეების მხრიდან რეაგირება შეიძლება მოიცავდეს უკრაინის სწრაფი და მდგრადი თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, არმიის გაძლიერებას, ეკონომიკურ დახმარებას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.
ამასთან, ჯერ გაურკვეველია გულისხმობს თუ არა მელონის გეგმა უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნას.
იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტის თქმით, მელონის ინიციატივაა, რომ ნატო-მ, როგორც თავდაცვითმა ალიანსმა, შეძლოს უცხო ქვეყნის დაცვის უზრუნვლყოფა, მაგალითად უკრაინის.
„ალტერნატივის სახით ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ვალდებულება. ოპტიმალური მექანიზმი შემუშავებული იქნება დროთა განმავლობაში. რა თქმა უნდა, ნატო-სთან ერთად გარანტირებულია უფრო ეფექტური შეკავება“, – განაცხადა კროზეტომ.