„ბლუმბერგი“: ირანში ომმა, შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალოს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება

თეირანი

ირანში ომმა, შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალოს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემა წერს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომმა არა მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, არამედ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი და მილიონობით ადამიანის იძულებით გადაადგილების საფრთხე შექმნა.

როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელენ ტომპსონი აღნიშნავს, საბრძოლო მოქმედებებმა, შესაძლოა, დააჩქაროს ენერგეტიკული სექტორის უფრო ფართო გეოპოლიტიკური რესტრუქტურიზაცია, რაც გავლენას მოახდენს ნავთობის, გაზისა და სპარსეთის ყურიდან ევროპასა და აზიაში გადაზიდვების ნაკადზე.

ჰელენ ტომპსონის თქმით, მაშინაც კი, თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება და ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, გრძელვადიან პერიოდში ეს მაინც დიდ კვალს დატოვებს სრუტის მიმართ ნდობაზე.

„ევროპა, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, დაუცველები ჩანან იმპორტირებულ საწვავზე, დიზელსა და გაზზე დამოკიდებულების გამო, ხოლო აზიის ეკონომიკას შეუძლია, შეინარჩუნოს უფრო მეტი მოქნილობა ქვანახშირისა და დივერსიფიცირებული მიწოდების წყაროების წყალობით“, – აღნიშნა ჰელენ ტომპსონმა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ბრიტანეთმა უნდა განავითაროს შიდა წარმოება, ბირთვული ენერგია და ინფრასტრუქტურა, რათა ნაკლებად იყოს დამოკიდებული მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.