Bloomberg: ტრამპისა და პუტინის მეორე შეხვედრა უკრაინის გეგმებს ძირს უთხრის

jj

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მეორე შეხვედრისთვის ემზადება, რამაც როგორც კიევის, ის ევროპაში ამერიკის მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა აგვისტოში ალასკაზე შედგა, ხოლო მეორე ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს. ალასკაზე გამართულ შეხვედრას ხელშესახები შედეგები არ მოუტანია. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ერთ დღეში ომის დასრულების პირობას დებდა, კვლავ ასრულებს შუამავლის როლს, მიუხედავად ანალიტიკოსების გაფრთხილებისა, რომ ამ გარემოებამ, შესაძლოა, კრემლის პოზიციები გააძლიეროს.

პუტინთან გამართული ორსაათიანი საუბრის შემდეგ გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის მოძებნოს რეალური გზა მშვიდობისკენ. თუმცა ამავდროულად ის უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გადაცემის ან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.