1699645617
Bloomberg: ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას 2027 წლისთვის აპირებს

ევროკავშირი მიმდინარე წლის ივნისში 2027 წლისთვის რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გეგმას წარადგენს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ერთ-ერთი წყარო სააგენტოს უყვება, აკრძალვა რუსული გაზის მთლიან იმპორტს შეეხება. აკრძალვა გავრცელდება, როგორც ახალ ხელშეკრულებებზე, ისე ძველზე.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსული გაზის აკრძალვის გეგმას ევროკომისია სტრასბურგში 6 მაისს წარადგენს. ივნისში ბრიუსელი მილსადენებით გადაქაჩული რუსული გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის წინადადებას წევრ-ქვეყნებს წარუდგენს.