არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
გერმანიამ პეკინს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩინეთის მიერ ევროპაში მიკროჩიპების ექსპორტის შეჩერების გამო. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის მიერ დაწესებული ემბარგოს გამო გერმანულ მრეწველობას, მათ შორის საავტომობილო ინდუსტრიას დიდი პრობლემები შეექმნა.
მიზეზი, რის გამოც ჩინეთმა მიკროჩიპების ექსპორტი აკრძალა, მდგომარეობს იმაში, რომ ნიდერლანდებმა კომპანია Nexperia-ს, რომელსაც მანამდე ჩინელი ინვესტორები ფლობდნენ, ნაციონალიზაცია მოახდინა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კატერინა რაიხემ დაადასტურა, რომ ბერლინმა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა.
„მიკროჩიპების დეფიციტის გამო ძალიან დავზარალდით, რადგან გერმანული ეკონომიკა ამ საქონელზეა დამოკიდებული. ჩვენ დეესკალაციასა და ექსპორტის აღდგენაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი ქალაქ ვოლფსბურგში მდებარე თავის მთავარ ქარხანაში 29 ოქტომბრიდან წარმოების შეჩერებას გეგმავს.