ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის, სტივ უიტკოფის, ჯარედ კუშნერისა და ფრიდრიხ მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ashsh ukraina

ბერლინში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის, ასევე გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებები ბერლინში გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა. როგორც გუშინ შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფმა განაცხადა, ბერლინში გამართულ ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნეს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან და გერმანიის კანცლერთან მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერთან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან, შემდეგ კი ბუნდესტაგის პრეზიდენტთან იულია კლეკნერთან. მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკი და ფრიდრიხ მერცი პრესის წინაშე წარდგებიან. დღის დასასრულს კი ფრიდრიხ მერცის კანცელარიაში სამიტზე შეიკრიბებიან საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები.