უმძიმესი ავარია, რომელშიც ბრალი ქართველ ადვოკატს ედება - გარდაცვლილია პასტორი და მისი მეუღლე
1774293656
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო წარმატებები შეიძლება, შეთანხმების საფუძველი გახდეს, რომლითაც ომის მიზნებს მიაღწევენ.
„პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის სამხედროების შედეგების გამოყენება ომის მიზნების შეთანხმებით მისაღწევად — გარიგებით, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი „ირანსა და ლიბანში დარტყმებს განაგრძობს“.
„ვანადგურებთ სარაკეტო და ბირთვულ პროგრამას, „ჰეზბოლას“ მძიმე დარტყმებს ვაყენებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე განცხადებით, ისრაელი „ყველა გარემოებაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს“.