ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა - მიხეილ სააკაშვილი
1751383320
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირაში ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
ნეთანიაჰუს ვიზიტი ვაშინგტონში 7 ივლისს არის დაგეგმილი. ეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში მესამე ვიზიტი იქნება.
როგორც The Times of Israel-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ირანისა და ღაზის საკითხები, ასევე განხილული იქნება სირიის საკითხი.
ტრამპის ადმინისტრაციაში გამოცემასთან ამბობენ, რომ ტრამპის სურვილია ღაზაში ომის დასრულებისა და დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფა.